ახალი ზელანდიის ნაკრებმა ავსტრალიაში, ოთხი ერის ბოლოსწინა ტურის მატჩში სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში 19:17 მოუგო და ოთხი ერის გათამაშების გამარჯვებული შეიქნა.
ბოკესა და ოლ ბლექსს შორის გამართული ეს მე-100 ტესტი ნამდვილად გავდა მსოფლიოს რაგბის ტიტანების ბრძოლას. ახალზეალნდილებმა გამარჯვება მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ფულბეკი, ჯორდი ბარეტის მიერ გატანილი საჯარიმოთი შეძლეს. მის ანგარიშზე ჯამში ოთხი საჯარიმო და ერთი გარდასახვაა (14 ქულა). ლელო კი, მატჩის დასაწყიში ვილ ჯორდანმა მიითვალა.
თითქმის იგივე მაჩვენებლები აქვს ბოკესაც. ოღონდ მათმა დამრტყმელმა ჰანდრე პოლარდმა გარდასახვა ვერ გამოიყენა და ეს სამხრეთაფრიკელებს მარცხის ფასად დაუჯდათ.
ახალი ზელანდია-სამხრეთ აფრიკა 19:17
ახ.ზელანდია: ლ – ჯორდანი. 4ს,გ – ჯ.ბარეტი
სამ.აფრიკა: ლ – ნკოსი. 4ს – პოლარდი
სინბინი: ნკოსი
სატურნირო მდგომარეობა
1.ახალი ზელანდია – 24 ქულა, 2. სამ.აფრიკა – 11, 3. ავსტრალია – 9, 4. არგენტინა – 0