კრიშტიანუ რონალდუ და პორტუგალიის ნაკრები ევრო 2020-ს დაემშვიდობნენ. მერვედფინალში ბელგიასთან წააგეს – 0:1.
მაგრამ ახლა სხვა ასპექტზე გვინდა მკითხველის ყურადღება შევაჩეროთ. როცა ბელგიელთა ლიდერმა, კევინ დე ბრუინმა ტრავმა მიიღო, პირველი მასთან რონალდუ მივიდა. როცა ბელგიელმა სასოწარკვეთილმა დაიხედა დაშავებულ ფეხზე, პორტუგალიელმა მას ხელი მოხვია და დაწყნარება დაუწყო…
ასეთი რამ კრიშტიანუს პირველად არ გაუკეთებია. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიას მერვედფინალში ურუგვაიმ მოუგო (2:1). გამარჯვებულთაგან ორივე გოლი მაშინ ედინსონ კავანიმ გაიტანა და როცა ის დაშავდა, მასთან პირველი რონალდუ მივიდა და მოედნის დატოვებაში დაეხმარა.
ასევე იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალში იმავე წელს, როცა რეალმა ლივერულს 3:1 მოუგო. ყველას გვახსოვს ეპიზოდი, როცა სერხიო რამოსმა მო სალაჰს რაღაც ძიუდოს მაგვარი ილეთი ჩაუტარა და ეგვიპტელი იძულებლი გახდა მინდორი დაეტოვებინა.
თვალცრემლიან ეგვიპტელთან მაშინაც რონალდუ მივიდა, რომელიც იმ დროს მადრიდული კლუბის ფეხბურთელი იყო, დაწყნარება დაუწყო.
ზოგი ამბობს, კრიშტიანუს მგრძნობიარე გული აქვს და ამ ყვერლაფერს გულწრფელად აკეთებსო. მეორენი კი მის ქმედებებს თვითრეკლამად აღიქვანენ.