“მიდი და ყველა მაგრად გალახე!” – კრიშტიანუმ ხამზატს მიმართა

კრიშტიანუ რონალდუსა და ხაბიბ ნურმაგომედოვის მეგობრობა, სპორტის გულშემატკივრებისთვის უკვე ნაცნობი ამბავია. ხაბიბმა კარიერა დაასრულა, როგორც ჩანს, რონალდუს ახალი ფავორიტი მებრძოლი ჰყავს.

UFC-ს ამომავალი ვარსკლავის, ხამზატ ჩიმაევის იუთუბ ვლოგში, ჩეჩენი მებრძოლი კრიშტიანუ რონალდუსთან მიმოწერაზე საუბრობს:

“კრიშტიანუმ ინსტაგრამზე გამომიწერა, მე კი მას მივწერე, რომ საუკეთესო იყო. მან კი მიპასუხა: მიდი და ყველა მაგრად გალახე! მე იგი ბრძოლაზეც დავპატიჟე, თუმცა მითხრა რომ გადატვირთული საფეხბურთო გრაფიკის გამო ივენთს ვერ დაესწრებოდა, თუმცა ბრძოლას აუცილებლად ნახავდა… ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი არ ვარ, თუმცა რონალდუ ერთ-ერთი საუკეთესოა, თანაც ძალიან კარგი პიროვნებაა.” იხილეთ ვიდეო

Leave a comment

Your email address will not be published.