საფრანგეთის ჩემპიონატის მე-11 ტური გამორჩეული გამოდგა ქართველი მორაგბეებისთვის. დავით ნინიაშვილმა და ბექა გიგაშვილმა მორიგი ლელოები მიითვალეს. ყოველდღიურმა ფრანგულმა სარაგბო გაზეთმა მიდი ოლიმპიკმა კი, პირველად ისტორიაში ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთბაშად სამი ქართველი მორაგბე დაასახელა. ესენია: ბექა გორგაძე (პო), დავით ნინიაშვილი (ლიონი) და ბექა გიგაშვილი (ტულონი).
შეგახსნებთ, რომ დავით ნინიაშვილის ლიონმა შინ ლიდერ ტულუზს მოუგო – 21:14, ბექა გიგაშვილის ტულონმა პარიზულ სტად ფრანსეს აჯობა სტუმრად 17:12, ბექა გორგაძის პომ კი, შინ დაამარცხა აუტსაიდერი ბრივი – 22:6.
აი, რას წერს მიდი ოლიმპიკი დავით ნინიაშვილზე.
“დავით ნინიაშვილი სუპერ ვარსკვლავია. მისი ბრწყინვალე თამაში უკვე აღარ გვაკვირვებს. ტულზის წინააღმდეგ მატჩში ქართველი ფულბეკი ისევ ლაღად ირჯებოდა. მას მეორე ტაიმის დასწყისში შანსი ქონდა ლელო გაეტანა, მაგრამ ცოტა იძუნწა. თუმცა, მალევე მაინც მიაღწია საწადელს. მიუხედავად მისი გაბარიტებისა, რაკიდან ბურთის ამოღლეტასაც ახერხებს. აი, მოთამაშე”