მიზანი მინიმუმ ფინალში თამაშია

11-12 სექტემბერს, მოსკოვში, ქვიშის რაგბიში რაგბი ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ტურნირში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში რუსეთის, რუმინეთის და თურქეთის ნაკრებებთან ითამაშებს. ხოლო B ჯგუფში ხორვატია, მოლდოვა, ბულგარეთი და იტალია მოხვდნენ.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 10 მორაგბით მიემგზავრება. გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ქოპილაშვილი იმედოვნებს, რომ მისი შეგირდები ფინალში წლეულსაც ითამაშებენ:

“მიზანი, ამჯერადაც მინიმუმ ფინალში თამაშია და იქ ვნახოთ რა როგორ მოხდება. სამწუხაროდ, ყველა სასურველი მორაგბის დამატება ვერ შევძელით და მოსკოვში 12-ის ნაცვლად 10 მოთამაშით მივდივართ. ხვამლი არენას ქვიშის მოედანზე ორი ვარჯიში გვქონა, მაგრამ ბაზაზე ვირუსი დაფიქსირდა და სავარჯიშოდ თბილისის ზღვაზე გადავინაცვლეთ.

რუსეთს ქვიშის რაგბში ძლიერი გუნდი ყავს. წელს მათ უკვე 7 ტურნირი ითამაშეს. ჩვენს მორაგბეებს კი, სამი თვეა რაგბი არ უთამაშიათ. რუმინეთს და თურქეთს არ ვიცნობთ. თუმცა, ვფიქრობთ მათთან გამარჯვება არ უნდა გაგვიჭირდეს. ტრადიციულად, ძლიერი გუნდი ყავს იტალიას. თუმცა, ჩვენ მათთან ყველა ჯერზე შევძელით გამარჯვება და ახლაც იმედიანად ვართ” – თქვა გიორგი ქოპილაშვილმა.

საქართველოს ნაკრები

გიორგი ნათელაშვილი (ხარები), 2. გიორგი კოშაძე (ხარები), 3. ბიძინა სამხარაძე (ლოკომოტივი), 4. ლევან კალანდარიშვილი (ბორჯომი), 5. გიორგი ილურიძე (აკადემია), 6. ირაკლი ლუარსაბიშვილი (აკადემია), 7. დიმიტრი კიკნაძე (იუნკერები), 8. დევი დევსურაშვილი (იუნკერები), 9. ალექსანდრე ზაბახიძე (არმია), 10. ნიკა ჩხიკვაძე (ყოჩები).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *