მილანის ტიფოზები: “დონარუმა, შე …”

მილანში დიდი ბანერი გამოფინეს, რომელზეც ჯანლუიჯი დონარუმას შეურაცხმყოფელი სიტყვები წერია.

მილანში 6 ოქტომბერს ერთა ლიგის მატჩში იტალია ესპანეთს ეთამაშება და დონარუმას, რა თქმა უნდა, სასტარტოში ელიან. დონარუმამ კი ამ ზაფხულს მილანი დატოვა და პსჟ-ში გადავიდა… ეს მართლაც მოულოდნელი იყო: 22 წლის მეკარე მილანში გაიზარდა, კლუბმა ყველაფერი მისცა, ლამის სკოლის მეკარე ძირითადში დააყენა.

„დონარუმა, შენ ნეხ..ის ნაჭერი ხარ. ვერასოდეს ვერ იქნები მილანში“ – წერია ბანერზე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *