“მილანი გუნდი აღარ არის…”

ასეთი კომენტარი გააკეთა ინტერი-მილანის (1:0) მატჩის მერე ლეგენდარულმა არიგო საკიმ: როსონერის ყოფილმა მწვრთნელმა.

“მილანი გუნდი აღარ არის. ეს უფრო პირველ ტაიმში ჩანდა. გეგონებოდა ინტერი სპარინგ-მატჩს ატარებდა. მილანის ფეხბურთელები მხოლოდ ბურთს დასდევდნენ და ინტერელებს ვერ ასწრებდნენ. მხოლოდ გამცილებლები იყვნენ.

…ხუთ მცველზე გადართვამ გუნდი უარესად მოშალა. რამდენჯერ დაარტყეს ინტერის კარში შესვენებამდე? არცერთხელ. ნული” (Corriere Dello Sport)

ცნობისთვის, მილანმა ზედიზედ მეოთხედ წააგო.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *