6 ოქტომბერს სტარტს აიღებს ევროლიგის 2022/23 წლების სეზონი. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ისევ 18 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო რუსული კლუბები ისევ დისკვალიფიცირებულნი არიან ევროლიგიდან.
ახალი სეზონის დაწყების წინ გაირკვა, რომ ყველაზე ასაკოვანი გუნდი ევროლიგაზე “მილანს” ეყოლება, ამ კუთხით მეორე ადგილზეა “რეალი”, მესამეზე “ეფესი”.
ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა ბელგრადის “პარტიზანს” ყავს, მნშვნელოვნად გადაახალისეს გუნდები და ახალგაზრდებს თავის გამოჩენის შანსი მისცეს “ბასკონიამ”, “პანათინაიკოსმა” და “ჟალგირისმა”.
ევროლიგის მონაწილე გუნდების (კალათბურთელთა) საშუალო ასაკი:
მილანი – 30,2 წელი
რეალი – 29,9
ანადოლუ ეფესი – 29,6
თელ-ავივის მაკაბი – 29,5
ბარსელონა – 29,4
ცრვენა ზვეზდა – 28,9
ლიონ ვილერბანი – 28,5
ფენერბაჰჩე – 28,5
ვირტუსი – 28,4
ოლიმპიაკოსი – 27,9
ვალენსია – 27,8
ბაიერნი – 27,6
მონაკო – 27,3
ჟალგირისი – 26,3
ბასკონია – 26,1
ალბა – 26,1
პანათინაიკოსი – 25,9
პარტიზანი – 25,7.