მილანი ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს. როსონერის ახალი სამიზნე მადრიდის რეალის შუახაზელი დანი სებალიოსია. იტალიელები ბლანკოსს სავარაუდოდ უახლოეს დღეებში მიმართავენ ოფიციალური წინადადებით.
რეალი სებალიოსის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის. სამეფო გუნდი ნახევარმცველს 40 მილიონ ევროდ აფასებს. შეგახსენებთ, რომ დანიმ წინა 2 სეზონი იჯარით ლონდონის არსენალში გაატარა, სადაც 76 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება მილანს, გუნდმა სერია ა-ს ბოლო გათამაშებაში მეორე ადგილი დაიკავა და 2013-14 წლების სეზონის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაში პირველად ითამაშებს.