მილანი ზამთარში ტრანსფერებს გეგმავს. Sky Italia-ს ცნობით, როსონერის ახალი სამიზნე მანჩესტერის მცველი ერიკ ბაილია. როგორც ცნობილია, იტალიელები ცენტრალურ მცველს ტრავმირებული სიმონ კიაერის შემცვლელად მოიაზრებენ.
ბაილი მანჩესტერში 2017 წლის ზაფხულში ვილიარეალიდან გადავიდა. კოტ დიუვარელს გუნდთან მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს. 27 წლის მცველმა მიმდინარე სეზონში 7 მატჩი ჩაატარა.
რაც შეეხება მილანს, როსონერი სერია ა-ში 48 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ ინტერს 1 ქულით ჩამორჩება. სტეფანო პიოლის გუნდმა გუშინ ვენეციას 3:0 მოუგო, შემდეგ მატჩს კი ჯენოასთან გამართავს.