კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში. გაგრა მონტენეგროულ სუტიესკას დაუხვდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე მედიასთან სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა მილია სავოვიჩმა ისაუბრა.
“გაგრას რამდენიმე თამაში ვნახეთ, მისი ფეხბურთი შესწავლილი გვაქვს. რაც შეეხება გასვლის შანსებს, პირველი მატჩის ანგარიში კარგია და მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ ანგარიში შევინარჩუნოთ. საწყენია, რომ სტუმრად გატანილი გოლის წესი გაუქმდა.
თბილისში მცირე დანაკლისით ვართ ჩამოსულები. მოედანზე აუცილებლად მოსაგებად გავალთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შანსია გოლი გავუშვათ და დავმარცხდეთ.
ჩვენი ფეხბურთი ქართული ფეხბურთისგან რადიკალურად განსხვავდება. პირველი თამაშის მერე დავრწმუნდი, რომ გაგრა კარგი გუნდია და შეუძლია საქართველო ასახელოს.”-განაცხადა სუტიესკას მწვრთნელმა.