მილიონნახევარი დოლარი ფინ რასელისთვის

შოტლანდიის ნაკრებისა და პარიზული რასინგის მგეზავმა ფინ რასელმა ახლახან სარფიანი წინადადება მიიღო, რომელიც მას მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად მორაგბედ აქცევს.

ავსტრალიელმა მწვრთნელმა მაიკ ჩეიკამ დიდი ხანი არაა რაც იაპონური გუნდი გრინ როკეტსი ჩაიბარა. მან თხოვნით მიმართა კლუბის ბოსებს რაც არ უნდა დაუჯდეთ შოტლანდიელი მგეზავი შეიძინონ. აღსანიშნავია, რომ გუნდის ხელმძღვანელებს მიზნად დაუსახავთ იაპონური ტოპ ლიგის მოგება და საამისოდ ტრანსფერებისთვის ფულს არ დაიშურებენ.

ფინ რასელს წელიწადში მილიონ ხუთაის ათას დოლარს თავაზობენ და თუ ის დათანხმა, მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბე გახდება. შეგახსენებთ, რომ რასელი დღეისთვის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბრიტანელი მორაგბეა. რასინგი მას წელიწადში 1 150 000 დოლარს უხდის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *