„მილუოკიმ“ ინტრიგა დააბრუნა

ნბა-ს სუპერ ფინალის საწყისი 2 მატჩი ულაპარაკოდ მოიგო „ფინიქსმა“ და სერიაში დაწინაურდა 2:0.

„მილუოკის“ მესამე შეხვედრის წინ არჩევანი არ ქონდა – ან მოიგებდა სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლას და სერიაში ინტრიგას დააბრუნებდა, ანდაც წააგებდა, 0:3 ჩამორჩებოდა „სანზს“ რაც ფაქტობრივად სეზონის დასრულებას ნიშნავს, რადგან ნბა-ს პლეიოფების ისტორიაში 0:3-დან სერია არავის გადაურჩენია, მითუმეტეს სუპერ ფინალში.

null

მაიკლ ბუდენჰოლცერმა გადაწყვიტა ოდნავ სხვანაირად გადაეწყო „ბაქსის“ დაცვა პერიმეტრზე – მასპინძლები გაცილებით უფრო მეტს მოძრაობდნენ და ცდილობდნენ იზოლაციაში დაეტოვებინათ „სანზის“ კალათბურთელები. ასეთმა მიდგომამ „მილუოკის“ ის ფაქტორი მოუტანა, რომ „ფინიქსმა“ შეტევაში თავისუფლად სამქულიანი მხოლოდ 4-ჯერ ესროლა, წინა შეხვედრებში კი ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო.

null

სივრცის შეზღუდვა განსაკუთრებით დაეტყო დევინ ბუკერს, რომელმაც საწყისი შვიდი ტყორცნიდან მხოლოდ 1 ჩააგდო და საკთარ თავს არ გავდა.

„მილუოკის“ მთავარ პრობლემად კრის პოლი რჩებოდა, რომელიც მშვენივრად ითამაშებდა „პიკ ენდ როლებს“ დეანდრე ეიტონთან, რომელმაც შეხვედრის მშვენიერი სტარტი აიღო, თუმცა მოგვიანებით მანაც მოუკლო, მოჭარბებული პერსონალური ფოლების გამო პარკეტზე მხოლოდ 24 წუთი დაყო.

პირველი მეოთხედი „ფინიქსმა“ 3 ქულიანი სხვაობით მოიგო, თუმცა მეორე პერიოდიდან უკვე მასპინძლები დომინირებდნენ, როემლათაც 30:9 გაქცევა მოუწყვეს მეტოქეს და სოლიდური უპირატესობაც მოიპოვეს.

მთელი შეხვედრის განმავლობაში ბრწყინავდა იანის ანტეტენკუმპო, რომელიც თამაშიდან თამაშამდე უმატებს. ბერძენ კალათბურთელს 41 ქულა, 13 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მოუგროვდა, რაც ფენომენალური შედეგია. იანისმა თამაშიდან 60%-იანი მაჩვენებლით ესროლა, ხოლო 17 საჯარიმოდან 13 ჩააგდო.

ნბა-ს სუპერფინალის ზედიზედ ორ შეხვედრაში ანტეტენკუმპო 40 ან მეტ ქულას უგდებს მეტოქეს და მინიმუმ 10-ჯერ უხსნის ბურთს კალათზე, ამ შედეგებით კი ის ნბა-ს ისტორიაში შევიდა და ელიტარულ მოთამაშეთა რიგს შეუერთდა.

ელჯინ ბეილორი (1962 წელი, 2 მატჩი)

შაკილ ონილი (2000 წელი, 3 მატჩი)

ლებრონ ჯეიმსი (2015 წელი, 2 მატჩი)

იანის ანტეტენკუმპო ( 2021 წელი, 2 მატჩი)

ბერძენი კალათბურთელის დომინაციის ფონზე “მილუოკი“ უკანასკნელ მეოთხედს 22 ქულიანი ჰანდიკაპით შეხვდა, რაც სრულებით საკმარისი გამოდგა იმისთვის, რათა მასპინძლებს შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდე მიეყვანათ 120:100.

ნავსი გატყდა… 1974 წლის შემდეგ პირველად „ბაქსმა“ ნბა-ს სუპერ ფინალში მატჩის მოგება შეძლო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *