„მილუოკი“ კაზინსით გაძლიერდა

NBA-ს მოქმედი ჩემპიონი „მილუოკი“ აგრძელებს გაძლიერებას – ცენტრის პოზიციაზე დაიმატა რა თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე დემარკუს კაზინსი.

31 წლის ცენტრალურ თავდამსხმელს NBA-ში 10 სეზონი აქვს გატარებული და მისი საშუალო სტატისტკია ასე გამოიყურება – 20.4 ქულა, 10.6 მოხსნა, 3.1 პასი, 1.4 ჩაჭრა და 1.2 დაფარება. დემარკუსს NBA-ში ჯამში 606 მატჩი აქვს ჩატარებული – „საკარამენტოს“, ნიუ ორლეანის“, „გოლდენ სტეიტის“, „ჰიუსტონის“ და „კლიპერსის“ რიგებში.

გასულ სეზონში კაზინსი ‘როკეტსის“ და „კლიპერსის“ ღირსებას იცავდა, აგროვებდა რა საშუალოდ მატჩში 8.9 ქულას და 6.4 მოხსნას (41 მატჩი).

დემარკუსს კარიერის განმავლობაში ოთხჯერ აქვს ნათამაშები ყველა ვარსკვლავის მატჩში და ორჯერ მოხვა NBA-ს წლის მეორე სიმბოლურ ხუთეულში (2015, 2016).

null

ESPN-ის ინსაიდერების ინფორმაციით კაზინსმა „ბაქსთნ“ 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 15 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ „მილუოკის“ რიგებში ირიცხება ქართველი ცენტრი სანდრო მამუკელაშვილი, რომელსაც უმეტესად G ლიგაში უწევს თამაში. დამარკუს კაზინსის დამატების შემდეგ სავარაუდოდ „მამუს“ სათამაშო დრო კიდევ უფრო შეუმცირდება NBA-ში, რადგან კაზინსი ზუსტად მისი პოზიციის მოთამაშეა.

Leave a comment

Your email address will not be published.