“მილუოკი“ ნბა-ს სუპერ ფინალში გალიდერდა 3:2

„მილუოკიმ“ კრის მიდლტონის, იანის ანტეტენკუმპოს და ჯრუ ჰოლიდეის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე სტუმრად 123:119 სძლია „ფინიქსს“ და ჩემპიონობისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

„ბაქსმა“ საპლეიოფო სერიაში ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა და 0:2-დან უკვე 3:2-ს იგებს.მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდს ერთადერთი მოგება აშორებს ნბა-ს ჩემპიონის ტიტულს.

null

მეხუთე შეხვედრის სტარტი მასპინძლებისთვის იდეალური გამოვიდა – კრის პოლის ბრწყინვალე დირიჟორობის და ბუკერის სნაიპერული თვისებების გამოყენების ფონზე „ფინიქსმა“ 16 ქულიანი უპირატსობა მოიპოვა 37:21.

„მილუოკი“ ხშირად კარგავდა ბურთს, ანდაც არაზუსტად ესროდა მეტოქის კალათისკენ, რითაც „სანზი“ მშვენივრად სარგებლობდა და უსწრაფეს კონტრშეტევებზე იოლად აგროვებდა ქულებს.

null

მეორე პერიოდიდან „ბაქსმა“ ნელ-ნელა თამაში დაალაგა – იანისი დომინანტურად გამოიყურებოდა სამწამიან ზონაში, შეცვლაზე შემოსულმა პეტ კონატონმა და ბობი პორტისმა პერიმეტრიდან დაბომბეს მეტოქე და დიდ შესვენებაზე ლიდერად სტუმრები გავიდნენ 64:61.

მესამე მეოთხედში არაერთხელ შეიცვალა ლიდერი, თუმცა ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა დიდი სხვაობით წინ გასვლას. პერიოდის მიწურულს ჯრუ ჰოლიდეის უზუსტესი პასების ფონზე 4 ქულა აიღო ბრუკ ლოპესმა „საღებავიდან“ და „მილუოკი“ უკანასკნელ მეოთხედს 11 ქულიანი ჰანდიკაპით შეხვდა 100:89.

null

მასპინძლებს მოვლენათა ასეთი განვითარება არ აწყობდათ – კამერონ ჯონსონმა პერიმეტრიდან ზედიზედ ორჯერ ჩააგდო, რასაც კრის პოლის უზუსტესი სროლა მოყვა და „მილუოკის“ ჰანდიკაპიდან ფაქტობრივად აღარაფერი დარჩა.

შეხვედრაში დაძაბულობამ პიკს უკანასკნელ წუთზე მიაღწია, „ბაქსი“ 120:119 იგებდა, თუმცა შეტევაში „სანზი“ იყო. მთელი შეხვედრის განმავლობაში ბრწყინვალედ მოასპარეზე დევინ ბუკერმა უყურადღებოდ ითამაშა, რითაც ისარგებლა ჯრუ ჰოლიდეიმ და ბურთი ხელიდან ააცალა მეტოქეს. სწრაფ კონტრზე გადასულმა სტუმრებმა ბურთი იანისს მიაწოდეს, რომელმაც „სლემ დანქი“ განახორციელა და თან საჯარიმო ტყორცნაც გამოიმუშავა 122:119.
ბერძენმა ერთქულიანი ვერ ჩააგდო, თუმცა „ბაქსის“ კალათბურთელებმა ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნეს და ამით ფაქტობრივად ყველაფერი დასრულდა…. საბოლოოდ 123:119, „მილუოკიმ“ ზედიზედ მესამედ იმარჯვა და სუპერ ფინალურ სერიაში პირველად გალიდერდა 3:2.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯრუ ჰოლიდეი გახდა, რომელმაც ერთნაირად კარგად ითამაშა როგორც შეტევაში ასევე დაცვაში – 27 ქულა, 13 პასი, 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება.

სოლიდური სტატისტიკა ქონდა იანის ანტეტენკუმპოს – 32 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი. გადამწყვეტ მომენტებში თავი გამოიცინა კრის მიდლტონმაც – 29 ქულა+7 მოხსნა+5 პასი.

მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა პეტ კონაუტონმა, რომელმაც 6-დან 4 სამქულიანი ჩააგდო და 14 ქულით დაასრულა მატჩი.

„ფინიქსის“ რიგებიდან საუკეთესო დევინ ბუკერი იყო, რომელმაც მორიგი 40 ქულიანი შეხვედრა შემოგვთავაზა. 21 ქულა+11 პასი ქონდა კრის პოლს, 20 ქულა+10 მოხსნა დეანდრე ეიტონს, თუმცა საბოლოო გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ გამოდგა.

სუპერ ფინალური სერიის მე-6 შეხვედრა “მილუოკის” საშინაო არენაზე 22 ივლისს, დილის 5 საათზე დაიწყება, თუ მასპინძლები მოიგებენ, 1971 წლის შემდეგ პირველად იზეიმებენ ჩემპიონობას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *