„მილუოკი ბაქსისთვის“ 50 წლიანი მოლოდინს რეჟიმი დასრულდა. 1971 წლის შემდეგ პირველად „ბაქსი“ ნბა-ს ჩემპიონია.
სუპერ ფინალის მეექვსე შეხვედრაში იანის ანტეტენკუმპოს სიმბოლური 50 ქულის წყალობით „მილუოკიმ“ 105:98 დაამარცხა „ფინიქსი“ და საპლეიოფო სერია 4:2 მოიგო.
„ბაქსი“ ნბას პლეიოფების ისტორიაში გახდა მეხუთე გუნდი, რომელმაც სუპერ ფინალში საწყისი 2 მატჩი წააგო, თუმცა შემდეგ მაინც მოახერხა ჩემპიონობის მოპოვება. ბოლოს ასეთი ფაქტი 2006 წელს დაფიქსირდა, როდესაც „მაიამიმ“ დალასთან საწყისი 2 მატჩი წააგო, თუმცა საბოლოოდ ჩემპიონი მაინც გახდა.
შეხვედრის სტარტი „სანზს“ საშინელი გამოუვიდა – 2021 წლის პლეიოფებში, პირველ მეოთხედებში ჩაგდებული ქულების პირადი ანტირეკორდი დაამყარა – დააგროვა რა მხოლოდ 16 ქულა. ამით მშვენივრად ისარგებლეს მასპინძლებმა და საწყისი პერიოდი 29:16 მოიგეს.
მონტი ვილიამსის გაწვრთნილი „ფინიქსი“ მეორე მეოთხედში „გამოფხიზლდა“ – 31:13 გაქცევა მოუწყო „ბაქსს“ და დიდ შესვენებას 5 ქულიანი უპირატესობით შეხვდა 47:42.
მესამე მეოთხედმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, თუმცა იანის ანტეტენკუმპოს ფენომენალური ასპარეზობის ფონზე „მილუოკიმ“ ბოლო პერიოდის წინ წონასწორობა აღადგინა 77:77.
ბერძენმა კალათბურთელმა უკანასკნელ, მეოთხე მეოთხედში 13 ქულა ჩააგდო და პირადად მოიგო როგორც ეს მატჩი ასევე ჩემპიონობაც.
ნბა-ს ფინალების MVP იანის ანტეტენკუმპო გახდა, რომელმაც მე-6 შეხვედრაში 50 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა (ჩააგდო 19-დან 17 საჯარიმო ტყორცნა).
ბერძენი კალათურთელი ნბა-ს ისტორიაშ გახდა მე-7, რომელმაც სუპერ ფინალის მატჩში 50 ან მეტი ქულის აღება შეძლო.
1. ბობ პეტიტი (1958)
2. ელჯინ ბეილორი (1962)
3. რიკ ბერი (1967)
4. ჯერი ვესტი (1969)
5. მაიკლ ჯორდანი (1993)
6. ლებრონ ჯეიმსი (2018)
7. იანის ანტეტენკუმპო (2021)
„ფინიქსის“ გამთამაშებელმა კრის პოლმა კი თავისმხრივ ანტირეკორდი დაამყარა – ნბა-ს ისტორიაში CP3 – გახდა პირველი კალათბურთელი, რომლის გუნდმაც 4 საპლეიოფო სერია წააგო, როდესაც 2:0-ს ლიდერობდა.