მიმიფურთხებია…

მანჩესტერ იუნაიტედისა და ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა ერიკ კანტონა არასოდეს გამოირჩეოდა თავდაჭერილობით. მის „საგმირო“ საქმეებზე ხომ ტომები დაიწერება. არადა, ხშირ შემთხვევაში სიმართლეს ლაპარაკობს. თანაც ძალიან ქარიზმატული ადამიანია.

აი, ახლაც, ბრიტანულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც წლეულს ნოემბერში უნდა გაიმართოს, არცერთ მატჩს უყურებს…

ერიკ კანტონა დიდების დარბაზში შეიყვანეს » MANUTD.GE - მანჩესტერ იუნაიტედის  მხარდამჭერები საქართველოში

რადგან იქ ნიადაგ ირღვევა ადამიანის უფლებები, სტადიონების მშენებლობისას ათასობით მუშა დაიღუპა, რომლებსაც ყურადღება არვინ მიაქცია. სხვები კი იმ ადგილებზე ზეიმებს მოაწყობენ. მათთვის ფულის იქით არაფერი არსებობს. და საერთოდ, ყატარის მსგავსი ქვეყნები ფეხბურთს სასიკეთოს ვერაფერს შესძენენ.

„თუ სიმართლე გინდათ, მიმიფურთხებია მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რადგან ეს არ არის ნაღდი მუნდიალი.

ბოლო წლებში ბევრჯერ მოხდა, რომ დიდი ტურნირები (მსოფლიო ჩემპიონატები, ოლიმპიადები) ისეთ ქვეყნებს მისცეს, რომელებიც ამას არ იმსახურებენ. მაგალითად, რუსეთი და ჩინეთი.

მაგრამ ყატარი ნამეტანია. არ ვარ წინააღმდეგი, მუნდიალი ისეთ ქვეყანებში ჩატარდეს, რომლებიც სპორტის ამ სახეობას განვითარებაში დაეხმარებიან. მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში ან აშშ-ში.

ერიკ კანტონა: "ამ კლუბებმა გულშემატკივრებს აზრი ჰკითხეს? ეს სირცხვილია"

ახლა აშშ-ში მგონი ყველაზე მეტი ლიცენზირებული სპეციალისტი მუშაობს ამ სფეროში. მაგრამ ყატარი? ფეხბურთი ხომ მერიტოკრატიულია (ანუ, საზოგადოება, სადაც ადამიანები თავისი ნიჭისა და შესაძლებლობების წყალობით აღწევენ წარმატებას და არა ფულით ან კავშირებით) და ამას ყატარულ საზოგადოებაში ვერ ვხედავ.

მესმის, რომ ფეხბურთი ბიზნესია, მაგრამ ყატარის ტურნირზე მაინც არცერთ მატჩს შევხედავ.“ დასძენს კანტო.

Leave a comment

Your email address will not be published.