“მინდოდა მეჩვენებინა, რომ მასზე უკეთესი ვარ და წინა ბრძოლაში უბრალოდ გაუმართლა” – ნუნეში პენიაზე

UFC 277-ის მთავარ ბრძოლაში ამანდა ნუნეშისა და ჯულიანა პენიას რემატჩი ვიხილეთ. პირველ ბრძოლაში, UFC-ს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია მოხდა – პენიამ ნუნეში დაამარცხა, თანაც მეორე რაუნდის ფინიშით. მარცხებს გადაჩვეული ნუნეში რემატჩისთვის იდეალურად მოემზადა, რაც ოქტაგონზეც კარგად გამოჩნდა- 5 რაუნდიანი დომინაცია ნოკდაუნებითა და კონტროლით.

მიუხედავად იმისა, რომ ნუნეში მთელი ბრძოლის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა, ბრძოლა მაინც საკმაოდ დაძაბული გამოვიდა, ვინაიდან პენიას დარტყმები და პარტერში მოქმედებები, ყოველთვის საფრთხის შემცველი იყო. ნუნეშმა მეტოქე მეორე რაუნდში არც მეტი, არც ნაკლები – 3-ჯერ დაანოკდაუნა. ბრძოლის სხვა მომენტებშიც შეეძლო ფინიშამდე საქმის მიყვანა, თუმცა მაინც და მაინც ამას არ ცდილობდა. ბრძოლის შემდგომ ინტერვიუში კი სწორედ ამ ასპექტზე ისაუბრა:

“ჯულიანა რთული მეტოქე იყო, მას ვაფასებ. მაგრამ დღეს, მისი დაფინიშება არ მინდოდა. დღეს მინდოდა რომ ხუთივე რაუნდი მეჩხუბა და მეჩვენებინა, რომ მასზე უკეთესი ვარ – მინდოდა დაენახა, რომ წინა ბრძოლაში უბრალოდ გაუმართლა”

Leave a comment

Your email address will not be published.