მინესოტა, მინუს 16, ქარი… ორი ფეხბურთელი ცუდად გახდა და შეცვალეს

აშშ-ის უკიდურესი ჩრდილოეთი, მინესოტა, საშინელი ყინვა და ქარი… აშშ-ჰონდურასის ანგარიში სულაც არაა გასაკვირი: 3:0. არა, ამერიკელებს ისედაც ბევრად უკეთესი გუნდი ჰყავთ და სხვანაირ ამინდშიც ალბათ დაამტკიცებდნენ, მაგრამ ჰონდურასელები ძალიან უკმაყოფილოები დარჩენილან. წაგებულთა  მწვრთნელმა ერნან დარიო გომესმა განაცხადა, რომ თამაში წესით არ უნდა ჩატარებულიყო…

მატჩი მინუს 16 გრადუს ყინვაში გაიმართა. და ერთი საინტერესო მომენტი: გაირკვა, რომ ჰონდურასელებმა ორი ფეხბურთელი შესვენებისას სწორედ გაციების გამო შეცვალეს – მეკარე ლუის ლოპესი და ფორვარდი რომელ კიოტო… ისინი ცუდად გრძნობდნენ თავს.

ამერიკელთა მწვრთნელმა გრეგ ბერჰალტერმა თქვა: „ჰონდურასელებს თბილი ტანსაცმელი გადავეცით, რათა მომზადების მხრივ პრობლემა არ შექმნოდათ. როცა ჩვენ ჩავდივართ ასეთ ცხელ ქვეყნებში, იქ +32 გრადუსი გვხვდება, ფეხბურთელები ცუდად ხდებიან, წნევა უწევთ. რას ვიზამთ, ასეთია ბუნება“.  (Goal.com)

ეს მუნდიალის შესარჩევია. ჰონდურასს არც ამ შეხვედრამდე ჰქონდა შანსი. აშშ კი ოფიციალურად ჯერ არაა გასული, მაგრამ სავარაუდოდ, უახლოეს ტურში გაინაღდებს ყატარის საგზურს.

Leave a comment

Your email address will not be published.