მინესოტელმა მგლებმა “გოლდენ სტეიტი” შეჭამეს

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “მინესოტამ” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა ლიგის ერთერთ საუკეთესო გუნდ “გოლდენ სტეიტს”. “თიმბერვულვზის” ლიდერმა კარლ ენტონი თაუნსმა “ვორიორზს” 39 ქულა ჩაუგდო, მისმა გუნდმა კი 129-114 იმარჯვა.

null

ორივე კლუბი დიდი დანაკლისით შეხვდა მატჩს – მასპინძლებს მუხლის ტრავმის გამო არ ყავდათ ენტონი ედვარდსი, ხოლო სტუმრებს სხვადასხვა ტიპის დაზიანების გამო კლეი ტომფსონი, ნემანია ბიელიცა, დრაიმონდ გრინი და ჯეიმს ვაიზმენი.

ენდრიუ ვიგინსმა თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეხვედრა მშვენივრად დაიწყო და საწყის 3 წუთში 8 ქულა დააგროვა, თუმცა ამის შემდეგ “ჩაქრა” და მატჩი 12 ქულით დაასრულა.

“მინესოტამ” 18-5 გაქცევით დაიწყო პირველი მეოთხედი. მოედანზე ბრწყინავდა კარლ ენტონი თაუნსი, რომლის გამჩერებელი სტუმართა რიგებიდან უბრალოდ არავინ იყო.

მასპინძლებმა საწყისი 12 წუთეული 34-27 მოიგეს, მეორე მეოთხედის ბოლოსკენ კი დანჯელო რასელის ზუსტი სამქულიანით ანგარიში 68-56 გახდა.

null

მესამე პერიოდში “გოლდენ სტეიტი” გამოფხიზლდა – სტეფ კარის ლიდერობით(34 ქულა) სტუმრებმა მეტოქესთან ჩამორჩენა შეამცირეს და შეხვედრაში ინტრიგაც დაბრუნდა.

მეოთხე მეოთხედი “თიმბერვულვზმა” 14-3 გაქცევით გახსნა, რასაც კარლ ენტონი თაუნსის “ჯაჭვების აწყვეტა” მოყვა და “მინესოტამ” ეს მატჩი 15 ქულიანი სხვაობით მოიგო 129-114.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე “თიმბერვულვზის” ცენტრი კარლ ენტონი თაუნსი გახდა, რომლის ანგარიშზეც 39 ქულა და 9 მოხსნა იყო.

“გოლდენ სტეიტის” რიგებიდან გამოირჩა სტეფ კარი, რომელმაც 34 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი მოაგროვა. NBA-ს ისტორიაში საუკეთესო სნაიპერად აღარებულმა კალათბურთელმა დღევანდელ მატჩში მიზანი დიდად ვერ გაისწორა – 16 სამქულიანიდან მხოლოდ 5 ჩააგდო.

“მინესოტამ” საკუთარ მოედანზე “გოლდენ სტეიტი” ზედიზედ მეექვსედ დაამარცხა. “თიმბერვულვზს” 34 გამარჯვების წილ 29 მარცხი გააჩნია და დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს.

“ვორიორზს”(43/19) სერიოზული ჩავარდნა აქვს – რეგულარულ სეზონში გამართული უკანასკნელი 8 მატჩიდან 6 წააგო და მნიშვნელოვნად ჩამორჩა ლიდერ “ფინიქსს” (49/12).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *