ბარსელონა ცუდ დღეშია, გუნდის თამაში და შედეგი დამაკმაყოფილებელისგან საკმაოდ შორსაა. ამ თემაზე ბარსას ბეშიქთაშში განათხოვრებულმა ფეხბურთელმა მირალემ პიანიჩმა ისაუბრა.
“გუნდის თამაში გულშემატკივარს არ აკმაყოფილებს, ეს ფეხბურთელებზე ზეწოლას ახდენს. ბარსელონას დღეს ლიდერი სჭირდება, რომელიც გუნდს ფეხზე დააყენებს. ბლაუგრანა ყოველთვის იყო ევროპის 4 საუკეთესო გუნდს შორის, ვფიქრობ მალე კვლავ ასე იქნება.”-განაცხადა პიანიჩმა.
ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის საწყის 2 ტურში ქულა ვერ აიღო და ორივე მატჩი 0:3 წააგო, ლა ლიგაში კი 12 ქულით მე-9 ადგილზეა.
რაც შეეხება პიანიჩს, ბოსნიელი ნახევარმცველი ბარსაში 2020 წლის ზაფხულში იუვენტუსიდან გადავიდა. მას ცოტა სათამაშო დრო ჰქონდა და დღეს ბეშიქთაშშია განათხოვრებული.