მირი გმირი… სად გადარჩა ესპანეთი?!

ფეხბურთი ტოკიოში: ოლიმპიადაზე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ესპანეთი ცალი ფეხით გავარდნილი იყო, მაგრამ სასწაულად გადარჩა მეოთხედფინალში წაგებას… ესპანელები ორჯერ აგებდნენ კოტდივუართან. მეორე გოლი სულაც 90-ე წუთზე გაუშვეს, მაგრამ რაფა მირი   92-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა და ერთ წუთში გაათანაბრა – 2:2.

 

დამატებით დროში კი რაფა მირმა კიდევ ორი გოლი გაიტანა. მანამდე ერთი მიკელ ოიარსაბალმა პენალტით შეაგდო და საბოლოოდ 5:2.

 

რაფა მირი – გმირი. ეს ფეხბურთელი წინა სეზონში ესპანურ უესკაში იყო, ისე კი ვულვზს ეკუთვნის. კარიერა ვალენსიაში დაიწყო.

 

ესპანეთი ნახევარფინალში იაპონიას შეხვდება, რომელმაც პენალტებში მოუგო ახალ ზელანდიას (0:0, პენ 4:2). მოულოდნელად გაუჭირდათ მასპინძლებს…

 

მეორე ნახევარფინალური წყვილი კი იქნება ბრაზილია-მექსიკა.

 

ბრაზილიამ მატეუს კუნიას გოლით 1:0 აჯობა ეგვიპტეს, ხოლო მექსიკამ 9-გოლიან თამაშში მოუგო სამხრეთ კორეას: 6:3.

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *