კრისტიან ერიკსენს გული გაუჩერდა – ეს დაადასტურა დანიის ნაკრების ექიმმა.
29 წლის ნახევარმცველმა დანია – ფინეთის შეხვედრისას ექიმებმა ძალიან სწრაფად იმოქმედეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ის გონზე მოეყვანათ. დიდი დრო დასჭირდათ ექიმებს და, ძალიან რთული საყურებელი გახლდათ ეს ყველაფერი მაყურებლებისთვის. რაც მთავარია, როცა კრისტიანი სტადიონიდან საკაცით რომ გაჰყავდათ, უკვე გონზე იყო. ერიკსენი გადაიყვანეს კარდიოლოგიურ საავადმყოფოში და მალევე დაადასტურეს რომ მისი მდგომარეობა სტაბილური იყო.
პრესკონფერენციაზე დანიის ნაკრების სპორტული დირექტორი პიტერ მოლერი, გუნდის ექიმი მორტენ ბოესენი და მთავარი მწვრთნელი კასპერ ჰულმანდი წარსდნენ.
ბოესენმა (მთავარი ექიმი) თქვა: „მე პირდაპირ არ დამინახავს რა მოხდა, მეც მონიტორში ვუყურებდი, მეც ის ვნახე რაც თქვენ, ჯერჯერობით ამას ვერანაირი ახსნა ვერ მოვუძებნეთ. არ ვიცი რატომ უნდა მიეღო გულის შეტევა. როცა ადგილზე მივირბინე, ის გათიშული ეგდო. მისი გონზე მოყვანა ვცადეთ, დაახლოებით 15 წუთი გრძელდებოდა ეს პროცესი. რამდენად ახლოს ვიყავით მის დაკარგვასთან? ამაზე ვერ გიპასუხებთ. როგორც კი დეფიბრილაცია (ელექტრო შოკი) ვცადეთ ის მალევე მოვიდა გონს და ამან დაგვამშვიდა“.