მისმინე, კრიშტიანუ! ერთხელაც მიხვდები…

გაირკვა, რა უთხრეს ერთმანეთს კრიშტიანუ რონალდუმ და რალფ რანგნიკმა ბრენტფორდთან მატჩის დროს, როცა მწვრთნელმა პორტუგალიელი შეცვალა. რონალდუ უკმაყოფილო იყო…

„რატომ მე? რატომ მე? რის გამო გამომიყვანეთ?“. (Mirror)

რანგნიკის კომენტარი:

“რონალდუს მაშინვე ვუთხარი, რომ ეს გუნდური ინტერესების გამო გავაკეთე. ხუთ მცველზე გადავედით და მარკუს რაშფორდი შევიყვანე, რომელიც უსწრაფესი ვინგერია. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო.

…კრიშტიანუ უკმაყოფილო დარჩა. როცა მესამე გოლი გავიტანეთ, მას ვუთხარი: „მისმინე, კრიშტიანუ, ვიცი, რომ ამბიცია გაქვს და გოლების გატანა გინდა, მაგრამ ერთხელაც შეიძლება მწვრთნელი გახდე და თავადაც მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, როგორიც მე“.

…არც ველოდი, რომ რონალდუ გადამეხვეოდა. კარგად ვიცნობ ბომბარდირებს და ვიცი, რასაც ფიქრობენ ისინი შეცვლის მომენტში, მაგრამ მე გუნდის ინტერესებიდან ვმოქმედებ“.

მანჩესტერმა ბრენტფორდს 3:1 მოუგო.

 

Leave a comment

Your email address will not be published.