იაპონელმა შემტევმა კაურო მიტომამ იმ მომენტზე ისაუბრა, როცა ესპანეთთან თითქმის გადასულიდან ბურთი შემოატრიალა, პასი გააკეთა და ამას ტანაკას გოლი მოჰყვა. ამ გოლმა გერმანიის ნაკრები დააზარალა, ჯგუფში ჩატოვა…
მოკლედ, საკამათო მომენტი იყო და მიტომას კომენტარი ასეთია:
„ბურთი ხაზს ეხებოდა. ყველაფერი არ დამინახავს, მაგრამ რაც ვნახე, ჩანდა. ასე რომ, VAR-ი მომწონს! მშობლებს მადლობა, რომ გრძელი ფეხები მაქვს… იმ მომენტში სპონტანურად ვიმოქმედე და ვერც გავიგე, როგორ მიუვიდა ბურთი პარტნიორს. იქ გამიზნულად პასის გაკეთება რთული იყო.
…ჩვენგან არ ელოდნენ, რომ გერმანიასა და ესპანეთს მოვუგებდით. ვამაყობ და წინ ვიყურები, იაპონიას დიდი პოტენციალი აქვს და ხორვატიასთან თამაშს მოუთმენლად ველი“ (Talksport)