ბელგიის ჩემპიონატში მე-8 ტურის მატჩი გაიმართა, სადაც სერენი, რომლის ღირსებასაც გიორგი მიქაუტაძე იცავს, ანტვერპს ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. სასიამოვნოა, რომ სტუმართა მხრიდან ეს ერთადერთი გოლი სწორედ ქართველმა ფორვარდმა შეაგდო.
მიქაუტაძე ძირითად შემადგგენლობაში იყო, გოლი 56-ე წუთზე გაიტანა და 75-ზე შეცვალზეს. მისი გუნდი 9 ქულით მე-13 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას გენკთან გამართავს.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე მეცის საკუთრებაა. შარშან იგი სერენში იყო განათხოვრებული და გუნდს 19 გოლით უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა. გიორგი მეცში დაბრუნდა, თუმცა თამაში არ უწევდა და კვლავ სერენში გაანათხოვრეს.