მიქელთაძე – გოლი და აღნიშვნა უკრაინის მხარდასაჭერად (ვიდეო)

ავსტრალიის ჩემპიონატში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა ბექა მიქელთაძემ, რომელიც ნიუკასლ ჯეტსში გამოდის. ქართველის გუნდმა მაკარტურს უმასპინძლა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. 1 გოლი სწორედ ჩვენებურმა გაიტანა, რომელმაც გოლი უკრაინის დროშა მიხატული მაისურით აღნიშნა.

მიქელთაძე საკმაოდ კარგ ფორმაშია. 24 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში 11 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ნიუკასლ ჯეტსს, გუნდი 12 გუნდიან ჩემპიონატში 15 ქულით მე-8 ადგილზეა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *