მიყვარხარ შენ და ზღვა

ევრო 2020-ის საუკეთესო მეგოლე კრიშტიანუ რონალდუ ტურინში 26 ივლისს დაბრუნდება და იუვენტუსთან ახალ კონტრაქტზე დაიწყებს მოლაპარაკებას. მანამდე კი ხმელთაშუა ზღვაში ნებივრობს მიჯნურ ჯორჯინასთან ერთად, თავის 5,5 მილიონგირვანქიან იახტაზე.

ორიოდ დღის წინათ ისინი მალიორკაზე დალანდეს.

Rodriguez shared snaps of the couple's intimate moment on social media

27 წლის ჯორჯინამ კი ინსტაგრამში პიკანტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც იახტაზე მზის ჩასვლისას, თავის გულის სწორს ვნებიანად კოცნის. წარწერა: „მიყვარხარ შენ და ზღვა…“

ამან მისი  25,9 მილიონი გამომწერის აღფრთოვანება და გულისტკივილიც გამოიწვია.

ერთი წერს: „აწი შეგიძლიათ დაქორწინდეთ!…“

მეორე: „ამ საღამოს ჩემი სიკვდილი გინდათ? ვერ მოგართვით…“

Rodriguez's Instagram fans were loving the loved-up images of the pair

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *