თურქული ჰათაისფორის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ დამანგრეველი მიწისძვრის მერე ერთ ფეხბურთელს, სპორტულ დირექტორსა და თარჯიმანს ვერ უკავშირდება… ფეხბურთელია განელი კრისტიან ატსუ, რომელიც ერთ დროს ჩელში იყო.
დაიწერა, რომ ატსუ და სპორტული დირექტორი ტანერ სავუთი ნანგრევების ქვეშ მოჰყვნენ. სიკვდილს გადაარჩინეს და ნანგრევებიდან ამოიყვანეს ჰათაისფორის ფეხბურთელი ბურაქ ოქსიუზი.
როგორც იცით, ჰათაისფორში საბა ლობჟანიძე თამაშობს…
გუნდის მწვრთნელი, თურქეთის ნაკრების ყოფილი მეკარე ვოლქან დემირელი ცრემლებით ითხოვდა დახმარებას. ვიდეო გამოქვეყნდა, ტირის…
ჰათაის პროვინცია თურქეთის უკიდურეს სამხრეთშია, თურქეთ-სირიის საზღვართან. ყველაზე დიდი ნგრევები იქ იყო…