საქართველოს ნაკრებისა და კრასნოიარსკის ენისესი მესამეხაზელმა მიხეილ გაჩეჩილაძემ ივნისის ბოლოს, ნიდერლანდებთან მატჩში ტრავმა მიიღო და ბორჯღალოსნებს სამხრეთ აფრიკაში ტესტებზე ვერ გაყვა.
ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა. როგორც კრასნოიარსკის ენისეის ოფიციალური ვებ გვერდი იუწყება ქართველი მესამეხაზელი თამაშს გაზაფხულამდე ვერ შეძლებს.
ამრიგად, რუსეთის ჩემპიონატში, რომელიც ამ უქმეებზე იწყება, ენისეის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ქართველი, გარემარბი დავით მესხი ითამაშებს.