მიხეილ ნარიაშვილი მონპელიეს ტოვებს

საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მონპელიეს დატოვებს. სად განაგძობს ნარიაშვილი კარიერას უცნობია.

ქართველი შერკინების ბურჯი მონპელიეში 2010 წელს ჩაირიცხა და მას შემდეგ გუნდის შემადგენლობაში 200 მატჩზე მეტი გამართა. მის გარდა, დღესდღეობით მონპელიეში კიდევ ერთი ქართველი, ბორჯღალოსნების ცხრა ნომერი გელა აფრასიძე თამაშობს.

Leave a comment

Your email address will not be published.