ჩესლავ მიხნევიჩმა პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
„პოლონეთის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელობის სახელით, მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩესლავ მიხნევიჩს 11 თვიანი ნაყოფიერი მუშაობისთვის. ცნობილია, რომ მან გუნდი არცთუ კარგ მდგომარეობაში ჩაიბარა. მიუხედავდ ამისა, შეძლო ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაყვანა ფლეი-ოფის მატჩების შემდეგ.
ასევე ერთა ლიგის ელიტურ დივიზიონში შეუნარჩუნა ადგილი. 36 წლის მანძილზე მუნდიალებზე პირველად დაძლია ჯგუფური ეტაპი. ამისათვის ჩესლავ მიხნევიჩი მადლობას იმსახურებს.
ის გამოცდილი სპეციალისტია და ვიმედოვნებთ, გუნდის გარეშე დიდ ხანს არ დარჩება“, – წერია განცხადებაში.