მნიშვნელოვანი ტრანსფერები – იანვარში ვინ სად წავიდა?

 

იანვარში ბევრი საინტერესო ტრანსფერი შედგა, შესაძლოა, რამდენიმე მათგანი მხედველობის არედან გამოგრჩათ. მაშ ასე, დავიწყოთ

კირან ტრიპიერი
ატლეტიკო -> ნიუკასლი (14 მილიონი ევრო)

ასეთი ძლიერი ფეხბურთელი (FIFA 22-ის მონაცემით) ნიუკასლს არ ჰყავს და 2008 წლის შემდეგ არ ჰყოლია. FIFA 22-ში ტრიპიერის უნარები 84-ით შეფასდა, 2008-ში კი ასე ოუენი ფასდებოდა…

კრის ვუდი
ბარნლი -> ნიუკასლი (30 მილიონი)

ნიუკასლს ფული არ უჭირს და ხარჯავს – 30 მილიონ ევროდ, ბარნლიდან, კრის ვუდი შეიძინეს.

ფერნან ტორესი
სიტი -> ბარსელონა (55 მილიონი)

ხავი შემტევ ფეხბურთელს ეძებდა და უნივერსალი შემტევი მიიღო – ფერნანს, შეტევაში, თამაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია,

დანი ალვეში
თავისუფალი აგენტი -> ბარსელონა

დიდი სიყვარულის ისტორია გრძელდება. ბრაზილიელი ფეხბურთელი ბარსაში ითამაშებს!

ლუკა დინიე
ევერტონი -> ასტონ ვილა (30 მილიონი)

მიყოლებით ორი სეზონის მანძილზე, ლუკა დინიეს ევერტონში ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა ჰქონდა. შემდეგ, მან რაფა ბენიტესთან იჩხუბა და კლუბი შეიცვალა. მართალია რაფაც გაუშვეს, მაგრამ დინიე უკვე წავიდა.

ფილიპე კოუტინიო
ბარსელონა -> ასტონ ვილა (იჯარა)

ბრაზილიელ ფეხბურთელს საუკეთსო პერიოდი პრემიერლიგაში ჰქონდა და ამ ჩემპიონატში დაბრუნდა კიდეც. ასტონ ვილა სერიოზულად გაძლიერდა…

რაფინია ალკანტარა
პსჟ -> რეალ სოსიედადი (იჯარა)

ბრაზილიელი პსჟ-ის განაცხადში თითქმის ვერ ხვდებოდა და ეს იჯარა ლოგიკურია…

ვიტალი მიკოლენკო
დინამო კიევი -> ევერტონი (23.5 მილიონი)

ლუკა დინიეს შემცვლელად, ევერტონს ფეხბურთელი დასჭირდა და ვიტალი მიკოლენკო იყიდეს…

ნათან პატერსონი
რეინჯერსი -> ევერტონი (14 მილიონი ევრო)

რეინჯერსის ახალგაზრდა მარჯვენა მცველი ევერტონისთვის მომავლის ინვესტიციაა.

ჯონათან იკონე
ლილი -> ფიორენტინა (14 მილიონი)

ლილის ერთერთი ლიდერი ფიორეს ფეხბურთელი გახდა. ის საფრანგეთში დიდ ტალანტად მიიჩნევა.

Leave a comment

Your email address will not be published.