არგენტინამ მუნდიალის შესარჩევში 1:0 მოუგო პერუს. გოლი ლაუტარო მარტინესმა გაიტანა ლამაზი თავურით. რაც შეეხება ლეო მესის, მსაჯობით იყო უკმაყოფილო…
მთავარი მსაჯი იყო ბრაზილიელი ვილტონ სამპაიო. თამაშის მერე არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა განაცხადა:
„როცა ეს არბიტრი ჩვენს თამაშებზეა, სულ ასე იქცევა. ჩვენს წინააღმდეგაა. როგორც ჩანს, სპეციალურად აკეთებს“.
მესიც და სხვა არგენტინელი ფეხბურთელებიც პერუსთან შეხვედრაში ხშირად გამოთქვამდნენ მსაჯის მიმართ პროტესტს. სხვათა შორის, იგივე მოხდა წლეულს გამართულ კოპა ამერიკაზე, როცა სამპაიო მსაჯობდა არგენტინა-ეკვადორის მატჩს.