მოდი სტადიონზე დედასთან ერთად – ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის კამპანია

რამდენიმე დღის წინ, ყაზანის „რუბინი“ უეფას კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში პოლონურ „რაკუვთან“ დამარცხდა. დრამატული ორთაბრძოლა ნამდვილი ნერვების თამაში იყო, ყაზანელებმა დამატებითი დროის ბოლო წუთზე პენალტი ვერ გამოიყენეს. ტურნირის გამოთიშვის შემდეგ გულშემატკივრებმა კლუბის კრიტიკა დაიწყეს, სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ფანი „რუბინის“ ფორვარდ ჯორჯე დესპოდოვიჩს აკრიტიკებდა და ამბობდა, თუ სად იყო ის, როდესაც გუნდს ის ასე ძალიან სჭირდებოდა.

კომენტარი ირონიით იყო გაჯერებული, კომენტარის ავტორს სერბმა ფორვარდმა საკუთარი ინსტაგრამის ანგარიშით უპასუხა და დაუკომენტარა, რომ დედამისსთან ერთად იყო. კომენტარმა ფანებში დიდი აგრესია გამოიწვია, მათი დიდი ნაწილი ფეხბურთელის კლუბიდან გაშვებას ითხოვდა, თავად სერბმა მეორე დღეს ბოდიში საჯაროდ მოიხადა და თქვა, რომ ნერვების მოთოკვა ვერ შეძლო. ყაზანურმა კლუბმა ეს შემთხვევა ახალი მარკეტინგ კამპანიისთვის გამოიყენა.

„მოდი სტადიონზე დედასთან ერთად“ – ასე ჰქვია ახალ აქციას, რომელიც მომდევნო ტურის შეხვედრას ეძღვება. ყველა ფანი, ვინც მატჩის ბილეთს შეიძენს, მატჩზე დედასთან ერთად წასვლის შემთხვევაში მეორე ბილეთს უფასოდ მიიღებს. კლუბმა კამპანიის ფარგლებში ფანებს ბოდიშიც მოუხადა, მომხდარი ფაქტი კი მძიმე ნერვული ფონითა და დაძაბული სიტუაციით ახსნა.

Leave a comment

Your email address will not be published.