მოდრიჩი ახალ კონტრაქტზე დაითანხმეს

ლუკა მოდრიჩის მომავალი გაირკვა. Marca-ს ინფორმაციით, ხორვატი ნახევარმცველი მადრიდის რეალთან ახალ 1 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და გუნდში  2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.

აღსანიშნავია, რომ მოდრიჩის ხელფასი 10%-ით შემცირდება. ლუკა 36 წლის გახლავთ, თუმცა მიუხედავად ამისა შესანიშნავ ფორმაშია. კარლო ანჩელოტი თვლის, რომ იგი გუნდს კვლავ გამოადგება და ახალი კონტრაქტიც მისი ინიციატივა იყო.

მოდრიჩი რეალში 2012 წლის ზაფხულში ტოტენჰემიდან გადავიდა. თავიდან მის ტრანსფერს ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა ფეხბურთელი რეალის ერთერთ საკვანძო მოთამაშედ იქცა და დღეს ფანების რჩეული ფეხბურთელია. მოდრიჩმა ამ სეზონში 24 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

რაც შეეხება რეალის ამბებს, სამეფო გუნდი ლა ლიგაში 50 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ სევილიას 4 ქულით უსწრებს. ანჩელოტის შეგირდები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პსჟ-ს შეხვდებიან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *