მოდრიჩი 2023 – ფაბრიციო დი რომანომ ხორვატის მომავალი გაასაჯაროვა

ლუკა მოდრიჩის მომავალი ცნობილია. ფაბრიციო დი რომანოს ინფორმაციით, ხორვატი რეალში კიდევ 1 სეზონი დარჩება. იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია და ხელის მოწერაღა დარჩა.

შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. შეთანხმება შედგა და 36 წლის ნახევარმცველი კვლავ რეალისთვის გაირჯება.

მოდრიჩი რეალის ღირსებას 2012 წლის ზაფხულიდან იცავს. ამ სეზონში ხორვატმა 45 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ რეალმა ბოლო სეზონში ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

Leave a comment

Your email address will not be published.