მოედანზე ერთი გუნდი იყო – დანია!!! [ვიდეო]

ევრო 2020-ის პირველი მერვედფინალური მატჩი უელსსა და დანიას შორის გაიმართა. უელსს მომენტები მხოლოდ პირველ 10 წუთში ჰქონდა, დანარჩენი თამაში კი დანიელების იყო – ბურთსაც ფლობდნენ, მაღალ სისწრაფეზე თამაშობდნენ და საგოლე შანსებსაც ქმნიდნენ.

პირველი გოლი 27-ე წუთზე გავიდა, საჯარიმოს გარედან დოლბერგმა უზუსტესად დაარტყა, რითაც ვარდს შანსი არ დაუტოვა. მას დუბლის შესრულების შანსი პირველსავე ტაიმში ჰქონდა, ახლო მანძილიდან გარე ტერფით ურტყამდა, თუმცა ამჯერად მეკარემ აჯობა.

მეორე გოლის გატანა დოლბერგმა 48-ე წუთზე მაინც მოახერხა, მართალია მცველთა შეცდომით, მაგრამ საჩუქარსაც შერგება სჭირდება. ამის შემდეგ, დანიამ მოწინააღმდეგეს ბურთი დაუთმო, ბევრი არაფერი გააბედინა, ბოლოს კი კიდევ ორი გოლიც გაიტანა – თავი მაელემ და ბრაითვეითმა გამოიჩინეს

უელსი 0:4 დანია

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *