მოვსარ ევლოევი ილია თოფურიასთან ბრძოლას გამოეთიშა

UFC 270-ზე გასამართი ორთაბრძოლა, რომელიც ორ ამომავალ ვარსკვლავს, ილია თოფურიასა და მოვსარ ევლოევს შორის უნდა გამართულიყო, ამ უკანასკნელის გამო ჩაიშალა. გავრცელებული ინფორმაციით, ინგუშ მებრძოლს კორონა ვირუსი დაუდასტურდა. ბრძოლამდე 10 დღით ადრე, ილია თოფურია მეტოქის გარეშე დარჩა.

ქართველმა მებრძოლმა მაშინვე აღნიშნული წონის #9 კონტენდერი, დენ იგე გამოიწვია: “ცუდი ამბავია, მოვსარი ბრძოლას გამოეთიშა. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ასე მოხდებოდა. დენ იგე, მზად ხარ შემებრძოლო? თუ კი, მაშინ გამაგებინე, იმედია 23 იანვარს შეგხვდები.”

დენ იგე გამოწვევას არ დათანხმდა, მან სულ რაღაც 1 თვის წინ იბრძოლა და ასეთ მოკლე დროში, ილიას დონის მებრძოლთან ბრძოლის ჩანიშვნა, ბუნებრივია არ უნდოდა.

Leave a comment

Your email address will not be published.