მოთხოვნადი ბელოტი

იტალიის ნაკრების ერთერთ გამორჩეულ ფეხბურთელს, ანდრეა ბელოტის, ბობოლა კლუბების რიგი დაუდგა. ასე იცის ევროპის ჩემპიონატზე თამაშმა.

ბოლო ინფორმაციით, არსენალი სერიოზულად დაინტერესებულა ტორინოს 27 წლის შემტევით. მეთოფეთა თავკაცი, მიკელ არტეტა, თურმე, პირადად ცდილობს იტალიელის გადაბირების საქმეში ჩაერთოს.

Arsenal will face competition from several Italian clubs to sign Belotti

თუმცა, იტალიური კლუბების კონკურენციის დაძლევა მოუწევს. ითქვა, ბელოტით მილანი, ნაპოლი, ფიორენტინა და რომა არიან დაინტერესებული.

ბელოტის ტორინოსთან კონტრაქტი გაისად ზაფხულს უმთვრდება და  თავისუფალი აგენტი გახდება, ამიტომ კლუბის ხელმძღვანელებს „მომენტის დაჭერა“ მოუწევთ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *