მანჩესტერ სიტი ინგლისის ლიგის თასზე ვესტ ჰემთან გავარდა… (0:0, პენალტებით 3:5). ეს პირველად მოხდა ბოლო 5 წლის განმავლობაში. ლიგის თასი ხომ ლამის სიტის სახელობის გახდა.
ქალაქელების მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ წაგების მერე ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ვესტ ჰემს ვულოცავ. შარშანაც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბრძოლა მათთან გვქონდა. ვესტ ჰემს კარგი შედეგები აქვს პრემიერლიგაში და ევროპის ლიგაშიც, ახლა კი ჩვენც მოგვიგეს. ფანტასტიკური მწვრთნელი ჰყავთ: დევიდ მოიესი!“ (The Sun).