“მოკეტე და ითამაშე,” – ასეთ ფეხბურთში გავიზარდე…

 

ლეგენდარულმა თავდამსხმელმა და ამჟამად ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ, ტიერი ანრიმ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ისაუბრა:

“მინდა მთავარ მწვრთნელობას დავუბრუნდე, ამისკენ ვისწრაფვი, მაგრამ მომზადება მჭირდება. ზოგჯერ სწორი ნაბიჯები, სწორი გუნდი უნდა შეარჩიო, რომელიც შენს ფილოსოფიას ჩაწვდება. დროც იცვლება.

მეგობრებს ვუთხარი, რომ ჩემში ჩაბეჭდილი ის იდეები იყო, რომელსაც ბავშვობაში მასწავლიდნენ. “მოკეტე და ითამაშე” – ამ ერაში გავიზარდე. მაშინ მწვრთნელის გამოწვევა არ შეიძლებოდა. ვიზრდებოდი და ვფიქრობდი, თუ არ თამაშობდი, გამოდის რომ ნამდვილი ნაგავი იყავი.

ახალი თაობის გაგება გვჭირდება. მოგიწევს შეეგუო, რომ ხანდახან ისინი ვარჯიშზე იგვიანებენ. მართალია, ჩვენ განსხვავებულად გავიზარდეთ, მაგრამ ახლა სხვა რაღაცების სწავლაა საჭირო.

რაც შეეხება მუსიკას, ჩაცმულობას და ასეთ რაღაცებს, ბიჭების მესმის,” – თქვა ანრიმ.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *