ნბა-ს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ 7 ოქტომბერს შედგება მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრემიერა „ნბა-ს ბილიკი“, რომელიც ლიგის 75 წლიან იუბილეს მიეძღვნება.
მოკლემეტრაჟიან ფილმში მონაწილეობას იღებს ცნობილი მსახიობი მაიკლ ბ ჯორდანი, ასევე ნბა-ს 30 მოქმედი და ლეგენდარული მოთამაშე.
„ფილმის მოქმედება ხდება ამერიკის ერთ-ერთ გამოგონილ რაიონში, სადაც ცხოვრობენ ნბა-ს მოქმედი კალათბურთელები ლეგენდარულ მოთამაშეებთან ერთად.
3 წუთიან მოკლემეტრაჟიან ფილმში მაიკლ ბი ჯორდანი ავტობუსის მძღოლს თამაშობს, რომელსაც ექსკურსიაზე მიყავს ბავშვები კალათბურთელთა რაიონის დასათვალიერებლად, სადაც ინახება ნბა-ს 75 წლიანი ტრადიცია და ისტორია.
ექსკურსიის დროს ბავშვები ნახულობენ თუ როგორი ტკბილი მეზობლობა აქვთ ყოფილ მოწინააღმდეგეებს – მეჯიქ ჯონსონს და ლარი ბერდს, თუ როგორ უვლის თავის ეზოს ლებრონ ჯეიმსი, ქარიმ აბდულ ჯაბარი როგორ ასწავლის ნახევარკაუჭით ბურთის სროლას დირკ ნოვიცკის, ხოლო ზაიონ უილიამსონი როგორ ამტვრევს კალათის რკალს ქუჩის კალათბურთში – ეს ჩვეულებრივი დღეა ამ რაონში.
ექსკურსია ეძღვნება როგორც ნბა-ს ლეგენდებს, რომელთაც ლიგის დაუვიწყარი ისტორია შექმნეს, ასევე იმ მოთამაშეებსაც რომლებმაც მომავალში უნდა განავითარონ და გააგრძელონ ტრადიციები“ – ნათქვამია ნბა-ს პრეს-რელიზში.
„ნბა-ს ბილიკში“ მონაწილე მოქმედი კალათბურთელები: კარმელო ენტონი, ლამელო ბოლი, დევინ ბუკერი, ენტონი დევისი, კევინ დურანტი, ლებრონ ჯეიმსი, ზაკ ლავინი, კავაი ლეონარდი, დონოვან მიჩელი, კრის პოლი, ჯეისონ ტეიტუმი, რასელ ვესტბრუკი, ზაიონ უილიამსონი, ტრეი იანგი.
ნბა-ს ლეგენდები: ქარიმ აბდულ-ჯაბარი, რეი ალენი, ლარი ბერდი, ვლადე დივაცი, ჯულიუს ირვინგი, არტის გილმორი, მანუ ჯინობილი, რიჩარდ ჰემილტონი, გრანტ ჰილი, რობერტ ორი, მეჯიქ ჯონსონი, დიკემბე მუტომბუ, დირკ ნოვიცკი, გარი პეიტონი, ოსკარ რობერტსონი, ბილ რასელი, აიზია ტომასი, დუვეინ ვეიდი, ბილ ვოლტონი, ჯერი ვესტი.