მომავალი სუარესი?.. ბარსელონა ურუგვაისკენ იყურება

ის ბარსელონას სასურველ ფეხბურთელთა შორისაა, თანაც ერთ-ერთი პრიორიტეტული ვარიანტი. 20 წლის ურუგვაელი ფორვარდი აგუსტინ ალვარესი… ახალი სუარესი? ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ ახალი თაობის ურუგვაელებში მასზე ძლიერი შემტევი არავინაა.

ალვარესი ურუგვაის პენიაროლში თამაშობს და ჩემპიონატის 40 მატჩში 23 გოლი გაიტანა. ამასთან, ნაკრებშიც შეაგდო ერთი გოლი.

ვარაუდობენ, რომ პენიაროლი 12 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაჰყიდის ალვარესს.

ბარსელონას გარდა, ლიდსიც აქტიურობს.

Leave a comment

Your email address will not be published.