მონტენეგროსთან მინიმალური სხვაობით დავმარცხდით

ბუდაპეშტში მიმდინარე წყალბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ტურნირში მეორე მატჩი გამართა. ამჯერად მეტოქე მონტენეგროს ნაკრები იყო და ჩვენი გუნდი 9:10 დამარცხდა.

პირველი მეოთხედი მონტენეგროელებმა 4:1 მოგვიგეს. თუმცა, მეორე მეოთხედში ჩვენი მეკარის ნიკოლოზ შუბლაძის შესანიშნავი თამაშის წყალობით სამი უპასუხო გოლი გავიტანეთ და პირველი ტაიმი ფრედ, 4:4 დასრულდა.

მეორე ტაიმში მონტენეგრომ დაცვაში ოდნავ უკეთესად ითამაშა და საბოლოოდ 10:9 მოგვიგეს.

ქართველი წყალბურთელები, სავარაუდოდ, ჯგუფში მესამე ადგილზე გავლენ, რადგან მომდევნო მეტოქე მასპინძელი უნგრეთია. მერვედფინალში კი, მეტოქე ან ხორვატია იქნება, ან საბერძნეთი.

საქართველოს ნაკრები
ირაკლი რაზმაძე, სანდრო ადეიშვილი, ვალიკო დადვანი, ნიკა შუშიაშვილი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა, ხვიჩა ჯახაია, ივან სარიჩი, რევაზ იმნაიშვილი (კაპიტანი), ბორის ვაპენსკი, ფაბიო ბარალდი, დუშან ვასიჩი, ნიკოლოზ შუბლაძე

Leave a comment

Your email address will not be published.