მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რეიტინგში დაქვეითდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრემა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის გათამაშება პორტუგალიის ნაკრებთან ცუდი თამაშითა და მოულოდნელი ფრით – 25:25 დაიწყო, რაც რეიტინგში ვარდნად დაუჯდა.

მაისაშვილის გაწვრთნილი გუნდი მეტოქესთან აშკარა ფავორიტი იყო, თუმცა უამრავი შეცდომის ფონზე გამარჯვება ვერ მოიპოვა, რის შედეგადაც რეიტინგში 1.00 ქულა დააკლდა და მე-13 პოზიციაზე დაქვეითდა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს სამოამ გაასწრო. უკან კი იტალია(70.51), რუმინეთი(67.91), ტონგა(67.72) და პორტუგალია(66.84) მოყვებიან.

პორტუგალიასთან ფრის შედეგად, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ 20 თამაშიანი მოგებათა სერია შეწყდა. აღსანიშნავია ისიც რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს პორტუგალიასთან ზედიზედ 9 მატჩიანი მოგებათა სერია ქონდათ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *