მორატა: ვერ დავიძინე, სიკვდილით მემუქრებოდნენ მეც და ჩემს ოჯახსაც!

ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა ალვარო მორატამ თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ, პოლონეთთან მატჩის შემდეგ ემუქრებოდნენ: მასაც და ოჯახის წევრებსაც…

„9 საათი ვერ დავიძინე. მუქარის შეტყობინებები მომდიოდა, შეურაცხყოფდნენ ჩემს ოჯახს და თან წერდნენ, რომ ისინი მოკვდებოდნენ. თუმცა ყველაფერი რიგზეა. ეს ადრეც მოხდა, რამდენიმე წლის წინ მართლაც ძალიან შემეშინდებოდა და რამდენიმე კვირა იზოლაციაში ვიქნებოდი.

…შესაძლოა, ჩემი სამუშაო კარგად ვერ შევასრულე. მესმის, რომ საგოლე მომენტები გავაფუჭე, მაგრამ ამ ხალხმა საკუთარი თავი დააყენოს ჩემს ადგილზე. არ შეიძლება, ამის გამო სიკვდილით ემუქრებოდე ადამიანს.

…სლოვაკეთთან პენალტი ვერ გავიტანე. დავინახე, რომ პენალტის ნიშნულთან არავინ არ მივიდა. ეს დავინახე და მე მივედი, დავარტყი და ვერ შევაგდე. ასეთი რამ მოსვლიათ სხვებსაც. საბედნიეროდ, ბევრმა გამამხნევა: რაულმა, კასილიასმა, რეინამ და სხვებმაც მითხრეს, რომ კრიტიკას დიდი ყურადღება არ მივაქციო“ – წერს მორატას სიტყვებს Marca.

ისე, მორატამ პოლონეთს ერთი გოლი გაუტანა (1:1), მაგრამ მთლიანობაში რამდენიმე შანსი ვერ გამოიყენა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *