მორენო დამარცხებულია – დეივეისონ ფიგერედომ ქამარი დაიბრუნა! [VIDEO]

UFC 270-ის პირველი სატიტულო დაპირისპირება მოქმედი ჩემპიონის დამარცხებით დასრულდა. ტრილოგიაში ბრაზილიელმა დეივეისონ ფიგერედომ იმარჯვა – მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მან ბრენდონ მორენოსგან უმსუბუქესი წონის საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა. ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ფიგერედოს ნოკდაუნებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.

მათი პირველი დაპირისპირება ასევე საოცარი სანახაობა გახლდათ და 5 რაუნდიანიანი ომის შემდეგ ფრედ დასრულდა. მეორე ორთაბრძოლაში კი მორენომ მახჩობელა ილეთით დაამარცხა ბრაზილიელი და გახდა პირველი მექსიკელი ჩემპიონი UFC-ს ისტორიაში.

Leave a comment

Your email address will not be published.