მორიგი გამარჯვება ქარი კაპზე

ბულდოგზი-შავი ლომი 5:35
შავი ლომი: 15. მირიან მოდებაძე, 14. სანდრო სვანიძე, 13. გურამ ქანდაურიშვილი, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი ბეგაძე.
1. მიხეილ ორაგველიძე, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი,5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. იოსებ გუშარაშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია.
15. შალვა მამუკაშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. მიხეილ წიკლაური; 19. ლაშა ჯაიანი, 20. ლუკა ივანიშვილი; 21. თენგიზ პერანიძე, 22. დავით მოძღვრიშვილი, 23. დემურ თაფლაძე.
5ლ: ორაგველიძე, აქუბარდია (2), პერტაია, ზამთარაძე. 5გ: ლომიძე

სამხრეთ აფრიკაში დაბრუნებულმა შავმა ლომმა ქარი კაპის გათამაშების მე-6 ტურში აუტსაიდერი ბულდოგზი დამაჯერებლად 35:5 სძლია.

ქართველმა მორაგბეებმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს, რომელიც მშრალი ანგარიშით 28:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ კი, მეტოქეს მხოლოდ ერთი ლელოს გატანის საშუალება მისცეს და თვითონაც ერთით უპასუხეს.

შავი ლომის ხუთი ლელოდან ორი მესამეხაზელის თორნიკე აქუბარდიას ანგარიშზეა. შესანიშნავად ურტყა კარში შუამარბმა ლაშა ლომიძემ, რომელმაც ხუთიდან ხუთივე გარდასახვა გაიტანა. თითო ლელო მიხეილ ორაგველიძის, თენგიზ ზამთარძისა და გიორგი პერტაიას ანგარიშზეა.

მომდევნო შეხვედრას შავი ლომი ერთი კვირის თავზე კიდევ ერთ აუტსაიდერთან ბოლანდ კავალიერზთან გამართავს.

Возможно, это изображение текст

 

Leave a comment

Your email address will not be published.