მორის ყვითელაშვილის ოქრო სოჭის გრან პრიზე (Video)

სოჭში გაიმართა გრან პრის მეექვე ეტაპზე მამაკაცებს შორის ორი ქართველი სპორტსმენი მორის ყვითელაშვილი და სენიორების ეტაპების დებიუტანტი ნიკა ეგაძე მონაწილეობდნენ.

დაძაბული ორდღიანი ასპარეზობის შემდეგ, ორი პროგრამის ჯამში 266.33 ქულით სოჭის ეტაპის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი გახდა. ამ რანგის ტურნირზე მოპოვებული ოქროს მედალი, რომელშიც 8 ქვეყნის რეიტინგული 12 მოციგურავე მონაწილეობდა, პირველი შემთხვევაა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში.

თავისუფალ პროგრამაში შესრულებული სამი ოთხმაგი ნახტომი, პროგრამის მხატვრული წარმოდგენა და სრიალის ხარისხი მსაჯების მიერ მაღალი ქულებით შეფასდა და მსოფლიო რეიტინგში მორის ყვითელაშვილი ევროპის ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების წინ წამყავნ პოზიციაზე აღმოჩნდა.

მოკლე პროგრამაში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, ურთულესი ტექნიკური ელემენტებით დატვირთული თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა სენიორების დებიუტანტმა ნიკა ეგაძემ, რომელმაც ორი ოთხმაგი ნახტომითა და სხვადასხვა სირთულის სამმაგი ნახტომებით შეძლო ჯამში 159,82 ქულის დაგროვება და თავისუფალ პროგრამაში მე-7 პოზიციის ჩვენება, ჯამში კი 210.17 ქულით მე-11 ადგილით დაასრულა ტურნირი. ამასთან, ნიკას მიერ პროგრამის ტექნიკურ ნაწილში მიღებული 89.18 ქულა მეორე შედეგი აღმოჩნდა შეფასების ამ სეგმენტში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *